воскресенье, 15 ноября 2015 г.

როგორ სწაწლობს ბავშვი სამოქალაქო განათლებას?


სამოქალაქო აღზრდა დემოკრატიული საზოგადოების მოქალაქის, მისი სრულუფლებიანი წევრის ჩამოყალიბების პროცესია. იგი იწყება ადრეული ასაკიდან და გრძელდება მთელი სიცოცხლის მანძილზე. ამ პროცესში ერთ-ერთი თვალსაჩინო ადგილი უჭირავს სკოლას.
სკოლამ მოსწავლეებს უნდა მისცეს ცოდნა, რომელიც აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოების ასაშენებლად;  განუვითაროს პასუხისმგებლობის გრძნობა საზოგადოებისა და სახელწიფოს წინაშე. მოსწავლეები საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით სწავლობენ სხვებთან ურთიერთობასა და შემწყნარებლობას.
ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბება რთული და ხანგრძლივი პროცესია. დაწყებით კლასებში იგი მოიცავს რამდენიმე ეტაპს:
  1. თვითდამკვიდრება და აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარება;
  2. ბავშვის მიერ თავისი როლის გააზრება შესაბამის  სოციალურ ჯგუფში: ოჯახი, სამეგობრო, სკოლა, სამეზობლო;
  3. ბავშვის მომზადება ადამიანის უფლებების სწავლებისათვის.
სამოქალაქო აღზრდა შეიძლება მიმდინარეობდეს მხოლოდ დემოკრატიულ ატმოსფეროში.  სწორედ კლასში უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, რომ ნებისმიერ მოსწავლეს შეეძლოს თავისუფლად და უშიშრად გამოთქვას საკუთარი აზრი, ამასთან, მზად იყოს სხვების პოზიციის  მოსასმენად და ანგარიშგასაწევად.
სამოქალაქო აღზრდის სწავლებისათვის განსაკუთრებულ ეფექტურ საშუალებად ბავშვზე ორიენტირებული მეთოდიკა გვესახება. მასწავლებელ-ლიდერის როლი იცვლება მასწავლებელ-თანამშრომლის როლით. კლასს უნდა ჰქონდეს საკუთარი სტრუქტურა და განვითარების  მზარდი სქემა.
სასკოლო სტრატეგიის განსახორციელებლად  საჭიროა, შესრულდეს შემდეგი პუნქტები:
  1. მასწავლებელი უნდა დაეხმაროს მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნების გამომუშავებაში, სწორი არჩევანის გაკეთებაში;
  2. მან უნდა ასწავლოს ბავშვებს პრობლემის დასმა, ანალიზი და მათი გადაწყვეტის გზების ძიება;
  3. ბავშვებს უნდა განუვითაროს შემოქმედებითი, წარმოსახვის და სხვა მაღალი სააზროვნო  უნარი;
  4. მასწავლებელი უნდა დაეხმაროს ბავშვებს აქტივობისა და დროის დაგეგმვაში.
მასწავლებელი მჭიდროდ უნდა თანამშრომლობდეს მოსწავლის მშობლებთან, რადგან აღსაზრდელის სამოქალაქო აზროვნების ჩამოყალიბება შეუძლებელია მშობლების ჩართულობის და მხარდაჭერის გარეშე.
მასწავლებელი პიროვნულად უნდა აღიქვამდეს ყოველ ბავშვს და ხელს უწყობდეს მათი ინდივიდუალური განვითარების პროცესს (ბავშვის განვითარებას მხოლოდ მისთვის დამახასითებელი ტემპით).
სამოქალაქო აზროვნების ჩამოყალიბებისათვის  სკოლა მუდმივად ჩართულია სხვადასხვა საგანმანათლებლო-აღმზრდელობით ღონისძიებაში, რომლებიც მოზარდებს საკუთარი „კერძო“ სივრციდან გარღვევასა და გლობალურ, საზოგადო პრობლემებზე ზრუნვას აჩვევს.
სკოლა აღსაზრდელებს ადრეული ასაკიდანვე რთავს გარემოს დაცვით ღონისძიებებსა და პროექტებში. მოსწავლეები იწყებენ საზოგადოებისა და გარემოს წინაშე საკუთარი პასუხისმგებლობის აღქმას, რაც  მომავალში მათი ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბების საფუძველია.

Комментариев нет:

Отправить комментарий